მთავარი

დღის მნიშვნელოვანი ამბები


ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე


მეთექვსმეტედფინალით დაასრულა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მსოფლიოს რეიტინგში მე-19 ადგილზე მყოფი ქართველი თავისზე ოთხი პოზიციით მაღლა მდგომ ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და სამსაათიან შეხვედრაში, ოთხ სეტში დამარცხდა, ანგარიშით 3:6 6:3 6:7 4:6