ჩოგბურთი

წინ მეორე ტიტულისკენ – ბასილაშვილმა დელ პოტროს პირველი სეტი მოუგო!

ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის მასტერსის ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგან ხუან მარტინ დელ პოტროს უპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალური შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მეტოქის მეორე ჩაწოდებაზე ბრეიკი განახორციელა და არგენტინელი პირველ სეტში 6:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა წელს ჰამბურგის მასტერსზე კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება.

ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხე წრეში გააღწია და იქ რაფა ნადალს დაძაბულ ბრძოლაში 1 სეტი მოუგო კიდეც.


ფედერერი არ გამოვიდა – ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში ერთმანეთს ბერძენი ციციპასი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდნენ.

პირველ სეტში, მეტოქემ თავიდანვე დაგვაბრეიკა, საქმე ბოლომდე მიიყვანა და 6:3 მოიგო.

მეორე სეტში ბასილაშვილმა ძალები მოიკრიბა და ბერძენი მეტოქე ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა.

განსაკუთრებით დრამატული მესამე სეტი გამოდგა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი თითქმის განწირული იყო, მაგრამ თამაშში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ტაი ბრეიკზე მაინც წააგო.

სამწუხაროდ, მეოთხე სეტში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება კვლავ წააგო და საბოლოო ჯამში, ციციპასთან 6:3 3:6 7:6 6:4 დამარცხდა.

არადა, ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, მსოფლიოს მე-19 ჩოგანი როჯერ ფედერერს შეხვდებოდა.