მარსიალი იუნაიტედს შეუთანხმდა

როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ანტონი მარსიალთან შეთანხმების მიღწევა მოახერხა.
ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემა ერთხმად ამტკიცებს, რომ მარსიალი “იუნაიტედთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა და უახლოეს მომავალში ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მარსიალის კონტრაქტი “წითელ ეშმაკებთან” 2019 წლის ზაფხულში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მორიგი ჩაშლის შემთხვევაში, ფეხბურთელი ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.
გიგსი: “სოლსკიაერმა ფანტასტიკური საქმე გააკეთა”
Marca-ს ცნობით, აზარს “რეალში” გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით “ჩელსი” უარით რამდენჯერმე გაისტუმრა. ამჟამინდელი ხელშეკრულება კი 2020 წლის ზაფხულში იწურება.

უელსის ნაკრების მწვრთნელმა, რაიან გიგსმა მის ყოფილ გუნდელზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.
ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის მასტერსის ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგან ხუან მარტინ დელ პოტროს უპირისპირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალური შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მეტოქის მეორე ჩაწოდებაზე ბრეიკი განახორციელა და არგენტინელი პირველ სეტში 6:4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა წელს ჰამბურგის მასტერსზე კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება.
ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხე წრეში გააღწია და იქ რაფა ნადალს დაძაბულ ბრძოლაში 1 სეტი მოუგო კიდეც.
აზარი რეალს უახლოვდება – Marca

ესპანური პრესის ინფორმაციით, ბელგიელი ნახევარმცველი, სულ მალე ოცნებას აისრულებს.
დიდი ალბათობით, “ჩელსი” “რეალს” აზარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მოსთხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ მას კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი ექნება დარჩენილი, მადრიდელები ამ თანხის შემცირებას შეეცდებიან, მაგრამ, “ლურჯების” სპორტული დირექტორი, მარინა გრანოვსკაია, პოლ პოგბას და ნეიმარის ტრანსფერების გამოყენებას აპირებს, იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი სატრანსფერო ბაზრის პერიოდში, აზარში 100 მილიონი ძალიან კარგი თანხაა.
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ფლორენტინო პერესს ეგონა, რომ ისკო, მარკო ასენსიო და გარეტ ბეილი ლიდერობას გაინაწილებდნენ, მაგრამ სიტუაცია ტრავმებმა გაართულა და ამჟამად, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ აზარი გუნდს მალე მოერგება და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდება.